Justice
2026-03-31 | 10:10
მეგი დიასამიძეს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტი მეგი დიასამიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე დავით მაკარიძის გადაწყვეტილებით, დიასამიძეს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა.
მეგი დიასამიძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო 18 დეკემბერს „ტროტუარის გადაკეტვას“ ედავებოდა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის დემონსტრანტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეცაა აღძრული. დიასამიძეს კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა, ახალგაზრდა დემონსტრანტს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Related Articles