Politics
    2026-03-31 | 16:27

    ზვიად გამსახურდიამ უაღრესად სწორი, მაგრამ პოლიტიკურად სარისკო ნაბიჯი გადადგა - ნატო ჩხეიძე

    ზვიად გამსახურდიამ უაღრესად სწორი, მაგრამ პოლიტიკურად სარისკო ნაბიჯი გადადგა - ნატო ჩხეიძე

    ზვიად გამსახურდიამ უაღრესად სწორი, მაგრამ პოლიტიკურად სარისკო ნაბიჯი გადადგა, როცა დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის გამოიყენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი, როგორც იურიდიული საფუძველი, -  ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი ნატო ჩხეიძე.

    „რეფერენდუმის დღის აპოლოგია ედუარდ შევარდნაძის დროს დაიწყო და აქამომდე მოგვყვება.

    რეფერენდუმის ჩატარება ხომ პროცესია დამაგვირგვინებელი აქტისა, საფეხურია, რომლის საშუალებითაც მიიღწევა ის, რისთვისაც ტარდება რეფერენდუმი.

    ზვიად გამსახურდიამ უაღრესად სწორი, მაგრამ პოლიტიკურად სარისკო ნაბიჯი გადადგა, როცა დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის გამოიყენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი, როგორც იურიდიული საფუძველი, და სარეფერენდუმოდ შესაბამისი კითხვა და არა პარლამენტის გადაწყვეტილება, რაც იმ პირობებში სულ მარტივად განხორციელებადი იყო, მაგრამ შეცვლილ პირობებში, რაც ახლად დამოუკიდებლობამიღებულ ქვეყნის თავზე დატრიალდებოდა , ასევე ადვილად მოიშლებოდა ისევ პარლამენტის მიერ.

    ხოლო რეფერენდუმის შედეგი მყარი გარანტია იყო და ვერაფრით შეცვლიდა სხვა და სხვაგვარად მონდომებული ხელისუფლება, თუ არა ისევ რეფერენდუმით.

    სარისკო იყო, მაგრამ გამსახურდიამ იცოდა, რასაც იქმნოდა.

    გამოაცხადა ზვიად გამსახურდიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა, მიღებული იქნა ახალი ( ვიმეორებ, ახალი!) დამოუკიდებლობის აქტი და ამ აქტის ანუ 1991 წლის 9 აპრილის აქტის საფუძველზე ვართ ჩვენ ახლა დამოუკიდებელი ქვეყანა და არა იმ ძველი, ისტორიული 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. ( 26 მაისის აქტის დატოვება რომ სდომოდა გამსახურდიას, ამ ახალ 9 აპრილის აქტს არ მიიღებდა და ვაგრძელებთ იმ ძველსო, იტყოდა. მაგრამ არა, ძველი დაუტოვეს ისტორიას და მიიღო ახალი აქტი).

    ამიტომ არის კონსტიტუციურად განსაზღვრული საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ 9 აპრილი და არა ხელოვნურად აღმოცენებული 26 მაისი.

    და აი, მივადექით 31 მარტის რეფერენდუმის დღის აპოლოგიის საჭიროებას 26 მაისის დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადებასთან ერთად.

    შევარდნაძისთვის 9 აპრილის სამოქალაქო დღესასწაულად გამოცხადება რისკი იყო, საშიშროებად მიაჩნდა, რადგან ებრძოდა ზვიადისტებად წოდებულ ადამიანებს და ზვიადის სახელს.

    9 აპრილის ქვეყნის დამოუკიდებლობა კი პირდაპირ უკავშირდებოდა ზვიად გამსახურდიას ღვაწლს.

    არა და არ უნდოდა ეს ზვიად გამსახურდია შევარდნაძეს და ზვიადის სახელის გადასაფარად მერაბ კოსტავას სურათიც კი ეკიდა კაბინეტში.

    ზვიადი არ უნდოდა.

    არადა, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე აღსანიშნი იყო.

    და აი, მოინახა გამოსავალი -

    ვაქოთ და ვადიდოთ 31 მარტის რეფერენდემი, როგორც მხოლოდ ქართველი ხალხის ბრძოლა და გადაწყვეტილება ; ( თითქოსდა ამ შედეგს არ სჭირდებოდა გამსახურდიას კოლოსალური შრომა და თავგანწირვა).

    დავნიშნოთ დამოუკიდებლობის დღედ 26 მაისი და წინ წამოვწიოთ ნოე ჟორდანია და მაშინდელი მთავრობა.

    9 აპრილი მივიჩნიოთ ხსოვნის დღედ, 1989 წელს დაღუპულთა გასახსენებლად.

    ასეც მოიქცნენ.

    31 მარტს რეფერენდუმსაც აღნიშნავდნენ ისე, რომ გამსახურდიას ლანდი ოდნავაც ჩანდა., სულ მთლად უგამსახურდიოდ არ გამოდიოდა.

    26 მაისს ქვეყნის დამოუკიდებლობასაც აღნიშნავდნენ და გამსახურდიას ნაცვლად ჟორდანიას აქებ/ადიდებდნენ.

    9 აპრილსაც აღნიშნავდნენ და ხსოვნის მემორიალზე ყვავილები მიჰქონდათ, და აქაც გამსახურდიას ჩრდილი ოდნავ შეინიშნებოდა.

    ერთი სიტყვით, იცავდნენ დამოუკიდებელი ქვეყნის სრულფასოვანი არსებობის ყველა აღსანიშნ ფასეულობას, მხოლიდ ისე, რომ ზვიად გამსახურდიას სახელი რაც შეიძლებს მიჩქმალულიყო.

    შევარდნაძის წასვლასთან ერთად თითქოს ბევრი რამ შეიცვალა.

    ზვიადი ჩამოასვენეს გროზნოდან და დაკრძალული იქნა მთაწმინდაზე.

    მტკვრის ერთ-ერთი სანაპიროს ნახევარს მიენიჭა ზვიად გამსახურდიას სახელი. ( იცოდით? იმ სანაპიროზე იუსტიციის სახლისა და ერთი/ორი ბენზინგასამართი სადგურის გარდა არც არაფერია, რომ ყურს მოხვდეს.)

    პარლამენტის სასესიო დარბაზსაც კი მიენიჭა ზვიად გამსახურდიას სახელი ( იცოდით? ამის აღსანიშნი ფირნიში ისეთ ადგილზეა გაკრულო, მანდატურებისა და დეპუტატების მეტი კაციშვილი რომ ვერ მოხვდება).

    არ შეიცვალა რეფერენდუმის აპოლოგია. თავისი დიდი მნიშვნელობა როგორ არ აქვს, მაგრამ დამოუკიდებლობის აქტს ვერ გადაწონის, ჩვენ კი ისევ ისე ვიქცევით, რომ კიდეც გადაწონის და კიდეც გაუსწრებს:))

    არ შეიცვალა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა 26 მაისს. ( არადა ვინმეს გახსოვთ ეროვნული მოძრაობის დროს ზვიადს და მერაბს და მათ მომხრეებს სადმე ერთხელ მაინც ჟორდანიას სურათი გამოეტანოთ და ამის გზას მივყვეთო, ეთქვათ?

    ქაქუცა ჩოლოყაშვილი გვახსოვს, ალექსანდრე ბატონიშვილი გვახსოვს, ჟორდანია ნწ, არ გვახსოვს).

    არა და არ დაუჭირეს მხარი არც ერთხელ ჩემს კანონპროექტს დამოუკიდებლობის დღედ 9 აპრილის აღნიშვნას და 26 მაისი კი, რადგან ვერ ელეოდნენ, დარჩენილიყო ეროვნულობის დღედ, გმირის დღედ , რა ვიცი რამდენი რამ შევთავაზე, მაგრამ ნწ, არაო. და ზვიად გამსახურდიას ფოტოც ვერ იგუეს 9 საათზე მეტ ხანს. ჩამოხსნეს და წააცანცალეს საწყობში/საცავში.

    ერთი სიტყვით, თითქოს რა არ შეიცვალა - გამსახურდიას სახელს ვეტო აღარ ადევს და მისი ღვაწლიც აღინიშნება მედიაში, მაგრამ ინერციით მაინც მოყვება ისე, როგორც ედუარდ შევარდნაძემ დაგვიდგინა - ჯერ რეფერენდუმი, ჯერ 26 მაისი.

    ის მაინც ხომ ცხადია, რომ 31 მარტის რეფერენდუმი 9 აპრილის აქტის წინა საფეხურია , 9 აპრილის და არა 26 მაისის.

    ცხადია, მაგრამ არაფერი იცვლება.

    ეს ერთი.

    და მეორეც -

    რეფერენდუმი პროცესია, საფეხურია დამოუკიდებლიბის აქტისთვის და ისევე, როგორც ბავშვის დაბადებაა საზეიმო და აღსანიშნი და არა მისი ჩასახვა, თუმც ჩასახვის გარეშე ეს ბავშვი ვერ დაიბადება:))

    ასევეა რეფერენდუმიც.

    დამოუკიდებლობის აქტი და დამოუკიდებლობის დღეა საზეიმო.

    ჩვენ კი ისევ ისე ვაგრძელებთ, როგორც შევარდნაძემ დაგვიბარა,- ვიზეიმოთ რეფერენდუმიო, ვიზეიმოთ 26 მაისიო…

    შევცვალოთ უნდა.

    აღარ მოვიდა ამისი დრო?.. - წერს ნატო ჩხეიძე.