Regions
    2026-04-01 | 14:04

    ზუგდიდან ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი 57 ძაღლიდან 28, შესაბამისი პროცედურების შემდეგ გარემოში დააბრუნეს, 29 ძაღლი კი ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს-სურსათის ეროვნული სააგენტო

    ზუგდიდან ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი 57 ძაღლიდან 28, შესაბამისი პროცედურების შემდეგ გარემოში დააბრუნეს, 29 ძაღლი კი ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს-სურსათის ეროვნული სააგენტო

    სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზუგდიდის ცენტრიდან ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი 57 ძაღლიდან 28, ჰიპერპოპულაციის პროგრამის მართვის ცენტრის ეკიპაჟებმა, შესაბამისი პროცედურების შემდეგ გარემოში დააბრუნეს.

    მათივე ცნობით, თავშესაფარში დარჩენილი 29 ძაღლი, საჭირო ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს.

    შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ცხოველთა დამცველები თბილისსა და რეგიონებში აქციებს მართავენ. ცხოველთა დამცველები აღნიშნავენ, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკანონოდ მიჰყავს სტერილიზებული და აცრილი ცხოველები და შემდეგ აღარ აბრუნებს პირვანდელ ადგილას.