social media
    2026-04-15 | 06:20

    ერთიანი ევროპის იდეამ ჯერ მოლდოვეთში გაიმარჯვა, ახლა - უნგრეთში. ტენდენციად რომ ვაქციოთ, უნდა გასამდეს ჩვენთან - ელენე ხოშტარია

    ერთიანი ევროპის იდეამ ჯერ მოლდოვეთში გაიმარჯვა, ახლა - უნგრეთში. ტენდენციად რომ ვაქციოთ, უნდა გასამდეს ჩვენთან - ელენე ხოშტარია

    “დროას“ პატიმრობაში მყოფი ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს:

    „გაუმარჯოს ევროპულ უნგრეთს! თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმები ორ ძირითად რამეზე აკეთებენ გათვლას: რეჟიმებს შორის სოლიდარობა და ურთიერთმხარდაჭერა.

    დასავლეთის ინერტულობა და უმოქმედობა ავტოკრატიული რეჟიმები, რომლებიც ერთმანეთს მხარს უჭერენ, უფრო და უფრო ნაკლები რჩება, ხოლო დასავლეთი მზარდად მოქმედია.

    ერთიანი ევროპის იდეამ ჯერ მოლდოვეთში გაიმარჯვა, ახლა - უნგრეთში. ტენდენციად რომ ვაქციოთ, უნდა გასამდეს ჩვენთან. ტყუილი საპნის ბუშტივით სკდება, გამძლეობას კი შედეგი მოაქვს. ერთი, რაც ნამდვილად შეგვიძლია ვისწავლოთ უნგრეთისგან არის, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა ავტორიტარიზმს საზღვრებს უწესებს, რაც ასე სჭირდება ჩვენს ახალგაზრდა დემოკრატიას. ბოლომდე! რუსთავის ქალთა ციხე”.