Politics
    2026-04-27 | 10:21

    მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს: კარგი იქნებოდა, ერთი სიტყვა გეთქვათ, რომ თქვენი წარსული პოზიციები მცდარი იყო

    მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს: კარგი იქნებოდა, ერთი სიტყვა გეთქვათ, რომ თქვენი წარსული პოზიციები მცდარი იყო

    ვინც ჩემს ხარჯზე ქულების დაწერას გააგრძელებს, იმას მომავალი არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

    “მინდა ყველას ხელი გავუწოდო და გვერდით დავუდგე, მაგრამ ამავე დროს ხალხზე ვიყოთ ორიენტირებული. 2018 და 2021 წლებში ჩვენ „ქოცების“ ხმები ავიღეთ და არა მარტო ჩვენი მხარდამჭერების. ყველაზე მეტი ამომრჩეველი მე მყავს და მეც მინდა არჩევნები. ორბანი რომ გადაირჩიეს, იქ არჩევნები ტარდებოდა და ტარდება.

    სალომე ზურაბიშვილს მინდა ვუთხრა: ერთი სიტყვით იქნებ ეთქვა, რომ მისი წარსული პოზიციები იყო ღრმად მცდარი, 2007-ში რუსეთმა დაბომბა ჩვენი საჰაერო სისტემა. გრაჩოვმა რაც თქვა, იგივე გაიმეორა ზურაბიშვილმა, რომ ქართულმა ბომბდამშენებმა დაბომბა ქართლის ერთ-ერთი სოფელი. საკუთარი ქვეყანა საკუთარი თავის დაბომბვაში არ შეიძლება დაადანაშაულო. როდესაც 20 ივნისს თვალები დათხარეს ბავშვებს, ქალბატონი სალომე გვერდით იყო და ლობიოს ჭამდა. მე თქვენს მიმართ ცუდად განწყობილი არ ვარ, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ ერთი სიტყვა გეთქვათ, რომ თქვენი წარსული პოზიციები მცდარი იყო. ბოდიშის მოხდას არ ვითხოვ, ეს სინდისის საკითხია.

    ვახო სანაიამ კარგად აღწერა ჩემი გორში წაქცევა და ტრამპის წაქცევა. ამბობენ იმას, რომ სააკაშვილი გორში მიწაზე ფორთხიალობდა და ტრამპი რომ ფორთხიალობდა, ეგ არაფერი.

    უნდა შევძლოთ ამ ყველაფრისთვის გადაბიჯება და დარაზმულად წინ წაწევა. იმას, ვინც ჩემს ხარჯზე ქულების დაწერას გააგრძელებს, იმას მომავალი არ აქვს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.