Society
2026-05-20 | 15:40
მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა, დაკავებულია
მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა, დაკავებულია.
დაკავების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
საქართველოს საპატრიარქოს ეზოში ავტომანქანა დღეს შევარდა. შემთხვევის შედეგად, შენგრეულია საპატრიარქოს ჭიშკარი, მოგლეჯილია შლაგბაუმი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თეთრი "ტოიტა პრუსის" მძღოლი საპატრიარქოსა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებდა.
საპატრიარაქოში მყოფი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
Related Articles
2026-08-20 | 19:50
National Film Center issues statement regarding “Tear Gas”2026-08-20 | 08:45
Daily Calendar - August 202026-08-19 | 08:03
Daily Calendar - August 19