Society
2026-05-20 | 16:29
21-22 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, სეტყვა, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 21-22 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
„მოსალოდნელმა ნალექმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე – წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
Related Articles
2026-09-29 | 09:42
Day's Calendar – September 292026-09-28 | 09:57
Day's Calendar – September 282026-09-26 | 12:54
Willy Sagnol has left the Georgian national football team