Politics
2026-06-03 | 07:11
გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გივი მიქანაძე შეხვედრას გამართავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილესთან, ჟენ იოუცუნთან.
მხარეები ორ ქვეყანას შორის განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
მინისტრი ეწვევა პეკინის უნივერსიტეტს, პოლიტექნიკურ უნივერსიტეტსა და უცხოური კვლევების უნივერსიტეტს. ასევე ესტუმრება ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრსა და ჩინეთის საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით ცენტრს.