World
    2026-06-08 | 06:11

    დილის 8:00 საათის მონაცემებით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია 50.07%-ით ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 94%

    დილის 8:00 საათის მონაცემებით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია 50.07%-ით ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 94%

    სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დილის 8:00 საათის მონაცემებით ბიულეტენების 94%-ის დათვლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ საპარლამენტო არჩევნებში 50.00%-ით ლიდერობს.

    ამავე შედეგების თანახმად, მეორე ადგილზეა პარტიების ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ 23.35%-ით.

    მესამე ადგილზეა ბლოკი „სომხეთი“ 9.96%-ით. შედეგებით მეოთხეა პარტია „აყვავებული სომხეთი“ 3.99%-ით.

    მეხუთე ადგილზე მყოფმა პარტიამ - „ერთობის ფრთები“- არჩევნებში ხმების 2.28% -ი მოიპოვა.

    პარლამენტში მოსახვედრად საარჩევნო ბარიერი პარტიებისთვის 4%-ია, ხოლო პარტიული ბლოკებისთვის - 8%.