ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ნიკოლ ფაშინიანს და მის პარტიას - შალვა პაპუაშვილი
ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ნიკოლ ფაშინიანს და მის პარტიას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სომხეთის არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ახალი დინამიკა, რომელიც რეგიონში არსებობს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალი გზა, გახსნილი საზღვრები, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დიალოგი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობა, სტაბილურობა, რომელსაც მარტო საქართველო ვერ უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, მთლიანად რეგიონში ყველა იყოს მოწადინებული. ნიკოლ ფაშინიანის დაპირება სწორედ ეს იყო, სომხეთისთვის მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც საბოლოოდ, ნიშნავს მშვიდობას და სტაბილურობას მთლიანად რეგიონისთვის. თავის მხრივ, ეს წაადგება რეგიონის თითოეული ქვეყნის სახელმწიფოს და ერის კეთილდღეობას“,-განაცხადა პაპუაშვილმა.