ანონსი - 9 ივნისი
11:00 საათზე, საიაში პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „საია მიიჩნევს, რომ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევა ექსპერიმენტული იარაღია, რომელიც კანონმდებლობით არ რეგულირდება. ორგანიზაცია ამასთან დაკავშირებით აგრძელებს სამართალწარმოებას და შესაბამისი განცხადებებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მიმართავს“.
მის: ჯანსუღ კახიძის №15
11:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N518
(C კორპუსი, V სართული)
11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა გაიმართება.
11:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ლაშა ფარულავა ბრიფინგს გამართავს.
თემა: „რუსული გავლენები საქართველოში და ფულის გათეთრების მრავალმილიონიანი სკანდალი“.
მის: ვახტანგ გორგასლის 24, (საქართველოს მთავარი პროკურატურა)
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08
11:00 საათზე, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროკურატურის გამომძიებელი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს დაზარალებულის სტატუსით გამოკითხავს.
თემა: „2024 წლის 30 აპრილს სპეცრაზმელის მიერ ცემის ფაქტი“.
მის: რუსთავი, მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება.
საკონტაქტო: ლაშა ტყეშელაძე - 557 55 95 59
11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი
12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების საქმის განხილვა გაიმართება.
12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი
14:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 8 პირის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების სხდომა გაიმართება.
17:00 საათზე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)