Justice
    2026-06-09 | 12:03

    4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებული 8 პირი, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პატიმრობიდან გათავისუფლდა

    4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებული 8 პირი, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პატიმრობიდან გათავისუფლდა

    4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულ 8 პირს - ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს და დათო ღუწკაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

    ყველა მათგანი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა, გარდა ევა შანშიაშვილისა, ვინაიდან ის გირაოს სანაცვლოდ ისედაც თავისუფლებაში იმყოფებოდა.

    მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დაამტკიცა.

    რვავე პირს საპროცესო შეთანხმება 3 წლიანი პირობითი მსჯავრით გაუფორმდა.

    აღნიშნულ პირებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე მას შემდეგ დათანხმდა, რაც მათ ბრალი აღიარეს და მტკიცებულებები უდაო გახადეს.