Politics
    2026-06-10 | 11:30

    მზად ვართ გავაღრმაოთ რუსეთ-საქართველოს კავშირები, ამას სუფთა გულითა და ღია სულით ვაკეთებთ – მარია ზახაროვა

    მზად ვართ გავაღრმაოთ რუსეთ-საქართველოს კავშირები, ამას სუფთა გულითა და ღია სულით ვაკეთებთ – მარია ზახაროვა

    რუსეთი მზად არის საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებისა და ორმხრივი კავშირების გაღრმავებისთვის, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, ბრიფინგზე განაცხადა.

    ზახაროვას თქმით, მოსკოვი გაგებით ეკიდება თბილისის მცდელობებს, „გათავისუფლდეს გარე კარნახისგან“ და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობები თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე განავითაროს.

    „მზად ვართ გავაღრმაოთ რუსეთ-საქართველოს კავშირები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. ამას სუფთა გულითა და ღია სულით ვაკეთებთ“, – განაცხადა ზახაროვამ.

    მისივე თქმით, მოსკოვი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე თბილისისთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის ღიაა.

    რუსი დიპლომატის შეფასებით, თბილისმა „მტკიცე და გააზრებული არჩევანი“ გააკეთა ქვეყნის სუვერენიტეტის დაბრუნებისა და ქართველი ხალხის ინტერესების დაცვის სასარგებლოდ.

    „მე დავამატებდი – საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღირსების სასარგებლოდაც“, – აღნიშნა ზახაროვამ.