Politics
    2026-06-10 | 16:11

    ნაციონალურ მოძრაობაში უნდა მოხდეს რევოლუციური ცვლილებები, მთავარ ძალად ახალგაზრდები იქცნენ... ისრების გასწორება მთავარი მტრისკენ - ნანუკა ჟორჟოლიანი

    ნაციონალურ მოძრაობაში უნდა მოხდეს რევოლუციური ცვლილებები, მთავარ ძალად ახალგაზრდები იქცნენ... ისრების გასწორება მთავარი მტრისკენ - ნანუკა ჟორჟოლიანი

    ნაციონალურ მოძრაობაში უნდა მოხდეს რევოლუციური ცვლილებები. მთავარ ძალად ახალგაზრდები იქცნენ. რეგიონებში მუშაობა და დაპირისპირება პროპაგანდასთან, ახალი ინტერესების შექმნა, პოლიტიკური კინკლაობებიდან რეალურ საქმეზე გადასვლა, ისრების გასწორება მთავარი მტრისკენ,- ამის შესახე წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.

    „მოკლედ, ამბავი ასეთია. მიშასგან მაქვს საინტერესო წინადადება, რაზეც პრინციპში უკვე დაწერა. ნაციონალურ მოძრაობაში უნდა მოხდეს რევოლუციური ცვლილებები. მთავარ ძალად ახალგაზრდები იქცნენ. რეგიონებში მუშაობა და დაპირისპირება პროპაგანდასთან, ახალი ინტერესების შექმნა, პოლიტიკური კინკლაობებიდან რეალურ საქმეზე გადასვლა, ისრების გასწორება მთავარი მტრისკენ. რა ეტაპზე ვართ? მოლაპარაკების.

    წინადადება საინტერესოა, გამოწვევა გააზრებული მაქვს რომ არც ისე მარტივი იქნება, მაგრამ ასევე მგონია რომ შანსია დიდი ცვლილებების. მოკლედ, ფიქრის და მოლაპარაკების ეტაპია.

    შეხვედრების, სხვების მოსაზრებების მოსმენის… ვაფასებ მიშას საჯარო განცხადებას რომ დიდი ცვლილებებისთვის მზადაა. პირად საუბრებშიც ესაა მთავარი თემა.

    კარი გაეხსნათ ახალ სახეებს, ახალგაზრდებს, იდეებით და ახლებური ხედვებით, საქართველო დიდი ჭაობიდან სწორედ ახალგაზრდულმა ხედვებმა უნდა ამოიყვანოს. პარტია მეტად უნდა ენდოს მათ, როგორც თავის დროზე, მიშას ენდობოდა და ქვეყნის მართვის საჭეს აძლევდა.

    ახლაც ამის დროა, ახალგაზრდებმა უნდა შექმნან დღის წესრიგი. ამ ნაწილში ვაფასებ მიშას ნდობას. დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყნის მთავარი რეფორმატორების პარტიის ძველ შემადგენლობას ყველაზე კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ახლა. როგორც კი მეტი დეტალი მეცოდინება ხომ იცით დაწერაა ვერავინ დამასწრებს, ნუ მიშას გარდა.“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

    მიხეილ სააკაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ პარტიის რეფორმირებისთვის „ნანუკა ჟორჟოლიანის და მისი შესანიშნავი გუნდის“ შემოერთება გადაწყვიტეს.

    „პირადად მე ნანუკას 25 წელია ვიცნობ. რომ ნანუკას აქვს ჩემი სრული ნდობა და მანდატი. ჩვენს მრავალრიცხოვან წევრებთან და პარტიის თავმჯდომარე თიკა ბოკუჩავასთან ერთად ცვლილებების განსახორციელებლად.“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.