Commentary
    2026-06-17 | 11:55

    ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს: ელენეს ტყუილად დაჭერისთვის და მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ვერ გადამირჩები

    ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს: ელენეს ტყუილად დაჭერისთვის და მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ვერ გადამირჩები

    ელენეს ტყუილად დაჭერისთვის და მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ვერ გადამირჩები! -ასე მიმართავს პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას დედა, ირინა გუნცაძე “ქართული ოცნების” დამფუძნებელ და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მიმართვს.

    ირინა გუნცაძე სოციალურ ქსელში მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება.

    „როგორც არასოდეს, ისე მინდა მისწვდეს ჩემი ხმა ბიძინა ივანიშვილს! ელენეს ტყუილად დაჭერისთვის და მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!“ - წერს ირინა გუნცაძე სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის, ადვოკატის ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

    როგორც მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, ელენე ხოშტარიას სახსრების ძლიერი ტკივილი აქვს, მოძრაობის გაძნელება, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერას და გადაადგილებისას ყავარჯენი სჭირდება.