Commentary
    2026-06-17 | 13:40

    თინა ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: ამგვარმა  იმპულსურმა და არადთანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ

    თინა ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: ამგვარმა  იმპულსურმა და არადთანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ

    მოულოდნელი იყო და ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა, - ასე ეხმაურება ენმ-ს თავმდჯომარე თინა ბოკუჩავა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით გავრცელებულ განცხადებას.

    მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ ენმ-ში მისი თავმჯდომარეობის კანდიდატი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანია.

    „მე გზაში ვიყავი, როცა მიხეილ სააკაშვილის ეს განცხდება წავიკითხე.  თქვენ გახსოვთ, 6 დღის წინ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაწერა სოციალურ ქსელში პოსტი, რომ ის მხარს მიჭერდა მე, როგორც პარტიის თავმჯდომარეს იმ ცვლილებების განსახორციელებლად, რაც მას მიაჩნია, რომ აუცილებელია "ნაციონალური მოძრაობის" გაძლიერებისათვის. მეტიც, მე მას გუშინდელ ეთერში მადლობა გადავუხადე ამ განახლებული ნდობის მანდატისთვის, იმიტომ, რომ ჩემი ვადა იწურება ერთ თვეში. მე მას მადლობა გადავუხადე განახლებული ნდობის მანდატისთვის, რომ ჩვენ საერთო ძალისხმევით და სწორი მიდგომით და სწორი ხედვით გაგვეტარებინა რეფორმები ენმ-ში.

    მართალი გითხრათ, ის პოსტი, რომელიც მე ბრიფინგამდე გზად წავიკითხე, მოულოდნელი იყო და ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა. მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არადთანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ. მაგრამ ეს რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გავჩერდებით და არ ვიბრძლებთ ელენეს ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.