social media
    2026-06-18 | 05:31

    ბლეიზ მეტრეველი: ბრიტანელი ჯაშუშების „ქართველი“ უფროსი -აქტუალური ისტორია

    ბლეიზ მეტრეველი: ბრიტანელი ჯაშუშების „ქართველი“ უფროსი -აქტუალური ისტორია

    ისტორიკოსი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს:

    „2025 წლის ივნისში პრესაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის საგარეო დაზვერვას - MI-6-ს - ქართული გვარის ქალი, ბლეიზ მეტრეველი უხელმძღვანელებდა. მოულოდნელად, საქართველო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ვინ არის მეტრეველი? ვინ იყო მისი მამა? ბაბუა? რანაირად მოხვდნენ ისინი ბრიტანეთში?

    ამ საქმის "გამოძიებაზე" Giorgi Astamadze-მ, Vazha Tavberidze-მ, ენდრიუ იერინგმა და თქვენმა მონა-მორჩილმა იმუშავეს. ჩვენს პარალელურად მუშაობდნენ რუსები, მათი ამოცანა იყო მეტრეველის ქალის ნაცისტების შთამომავლად დასახვა. დავასწარით და "გამოძიების" პირველადი შედეგები ბრიტანეთის ყველაზე დიდ გაზეთ "დეილი მეილში" დაიბეჭდა. ვაჟა, გიორგი და მე, ექსკლუზიურად "აქტუალურ ისტორიაში" სრულყოფილ შედეგებს გაგაცნობთ ქართული გვარის ქალისა, რომლის ბაბუა ნაცისტებთან ერთად ებრძოდა საბჭოთა ჯარებს და მეტსახელად "ყასაბი" დაიმსახურა, ხოლო ქართველი ბაბუა, დავით მეტრეველი 1942 წელს ჩაუვარდა ტყვედ ნაცისტებს...

    ასტამაძემ გერმანიის სამხედრო არქივიდან ბაბუამისის ხუთასგვერდიანი საქმე ამოიღო, გადაქექა ვერმახტის ქართული ლეგიონის პრესა და დოკუმენტები, ვაჟა ქართველი ბაბუის საცოლეზე და აქაურ ნათესავებზე გავიდა, მე ბრიტანული არქივები ვჩხრიკე და გავიგეთ იმდენი, რამდენიც შეიძლება თავად ბლეიზმაც არ იცოდა საკუთარ წინაპრებზე.

    მოკლედ, დანარჩენს აქ ნახავთ:“