Politics
    2026-06-18 | 16:53

    რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკადაკაზე და ვნებათაღელვაზე - სალომე ზურაბიშვილი

    რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკადაკაზე და ვნებათაღელვაზე - სალომე ზურაბიშვილი

    რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკადაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე,უმნიშვნელოვანესი საკითხები, - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

    „დღეს ელენე ხოშტარიას სჭირდება ჩვენი ყურადღებაც და სოლიდარობაც , განსაკუთრებით იმიტომ, რომ თავად არ ითხოვს ხელისუფლებად წოდებულთაგან წყალობას და სწორედ ამ და ასეთი შეუპოვრობით ელენე გახდა წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ძლიერი სახე, სინდისის პატიმრების, მზია ამაღლობელის და რუსთაველის მცვლელების გვერდით.

    დღეს თბილისში ჩამოსულია ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დელეგაცია და მათ უნდა მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ელენეს, გიორგი ჩიკვაიძეს, მზიასი,ანასტასია ზინოვკინას და სხვების ჯანმრთელობაზე და პატიმრობის პირობებზე.

    დღეს საქართველოს მომავალი ასევე წყდება ქვეყნის საზღვრებს გარეთ: ევროკავშირის ლიდერები იკრიბებიან დღეს და ხვალ და განიხილავენ ახალ დახმარებას უკრაინისათვის, რაზედაც გუშინ დიდმა შვიდეულმაც დააფიქსირა თავისი პოზიცია. ყველა ვხდებით, რომ უკრაინა იგებს და პუტინი ყოველდღიურად სუსტდება ბრძოლის ველზე, საკუთარ ქვეყანაში და საერთაშორისო არენაზე.

    ხვალ ხელი მოეწერება ამერიკის და ირანის მემორანდუმს და მთელი მსოფლიოს ყურადღება გადატანილ იქნება ამ შეთანხმების შინაარსის დეტალურ განხილვაზე.

    ამ ორ უმნიშნელოვანეს საკითხთა მიღმა უცნობია ევროპული საბჭო რამდენად მოიცლის საქართველოს საკითხის განსახილველად, რაზედაც ევროპარლამენტის რეზოლუცია მიუთითებს.

    თუმცა ნიშნები გაჩნდა, რომ რეჟიმს ეშინია: მხოლოდ რუსეთის იმედზე ყოფნაც აღარაა სანუგეშო. უნგრეთის ფაქტორის მოხსნის შემდეგ კი ევროპული ქმედითი გადაწყვეტილებების შიში გაუჩდა.

    ამიტომ ეს მორცხვი ნაბიჯები რაც ბოლოს ვიხილეთ: ლუქსემბურგიო, სამხარაძეო, ხათუნა თორთლაძეო … ამ დროს ევროკავშირს საკუთარი პირობები უკვე დაყენებული აქვს დიალოგის აღდგენაზე თუ ფიქრობთო.

    ამერიკის მხრიდანაც იგივე გვითხრა რუბიომ!

    მოკლედ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ უზარმაზარი ძვრებია და ჩვენ ამის გარჩევის, გაგებისა და ჩვენი სტრატეგიის ჩამოყალიბების მაგივრად ვმჯელობთ სადღაც ორღობეში მომხდარზე !“ - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.