Society
2026-06-19 | 13:09
19 ივნისის ბოლოდან ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
სააგენტოს ცნობით, საქართველოს მდინარეებზე ნარჩუნდება მაღალი წყლიანობა.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეული მდინარეების აუზებში (ენგური,რიონი, არაგვი, იორი, ალაზანი) წყლის დონეების საშიშ ნიშნულებამდე მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
Related Articles
2026-06-19 | 04:34
Announcement - June 192026-06-19 | 04:24
Daily Calendar - June 192026-06-18 | 04:41
Announcement - June 182026-06-18 | 04:32
Daily Calendar - June 18