Society
    2026-06-22 | 08:57

    მდინარე არაგვის ხიდზე სამუშაოები დასრულდა და მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგენილია - საავტომობილო გზების დეპარტამენტი

    მდინარე არაგვის ხიდზე სამუშაოები დასრულდა და მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგენილია - საავტომობილო გზების დეპარტამენტი

    საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა, თბილისის მიმართულება) ხიდის სავალი ნაწილის ფილა 20 ივნისს დაზიანდა. დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოები დაგეგმილზე ადრე დასრულდა და ამ ეტაპზე ორივე სამოძრაო ზოლზე მოძრაობა აღდგენილია.

    აღსანიშნავია, რომ ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობის გამო მდინარე არაგვზე არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია ვერ ხერხდება, რის გამოც პერიოდულად ტარდება აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები. ამასთან, არსებული ხიდის პარალელურად ახალი ხიდის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.

    ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას.

    Related Articles
    Daily Calendar _ June 20
    2026-06-20 | 05:22
    Daily Calendar _ June 20

    Announcement - June 19
    2026-06-19 | 04:34
    Announcement - June 19

    Daily Calendar - June 19
    2026-06-19 | 04:24
    Daily Calendar - June 19