Society
    2026-06-23 | 14:25

    საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება

    საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება

    საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას და მეწარმეებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, 24 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს ბანკის 4B სივრცეში (ალექსანდრე ყაზბეგის N15) გაიმართება მარიამ ბეროძის ვორკშოპი „როგორ ვიპოვოთ სიტყვები, რომლებიც ყიდის?“

    ვორქშოფი განკუთვნილია მეწარმეებისთვის, რომლებიც საკუთარი ბრენდის კომუნიკაციის გაძლიერებასა და ეფექტური ქოფირაითინგის ტექნიკების ათვისებას ისახავენ მიზნად.

    შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაიგებენ:

    • რა არის ბრენდის არქეტიპი, Tone of Voice და მთავარი მესიჯი;

    • როგორ გამოიყენონ ქოფირაითინგის ფორმულები და სთორითელინგი ეფექტური კომუნიკაციისთვის;

    • როგორ შექმნან ტექსტები, რომლებიც მომხმარებელს მოქმედებისკენ უბიძგებს;

    • რა არის ეფექტური ქოფირაითინგი და როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში.

    „საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, მეწარმეებს შევთავაზოთ არა მხოლოდ ფინანსური პროდუქტები, არამედ ცოდნა და პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებიც მათ ბიზნესის ზრდაში დაეხმარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბიზნეს 360˚-ის საგანმანათლებლო შეხვედრების სერია, სადაც მონაწილეები სხვადასხვა სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან იღებენ გამოცდილებას. გვჯერა, რომ ძლიერი კომუნიკაცია და სწორად ჩამოყალიბებული ბრენდის ხმა თანამედროვე ბიზნესის წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, — აცხადებს ეკატერინე ჭურაძე, საქართველოს ბანკის არაფინანსური პროდუქტების განვითარების და სუბსიდირებული პროექტების სამსახურის უფროსი.

    ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ვებგვერდზე: https://bankofgeorgia.ge/ka/business/business-events/details/6a2977bd3f8971000753056b.

    Related Articles
    Announcement - June 23
    2026-06-23 | 05:39
    Announcement - June 23

    Daily Calendar - June 23
    2026-06-23 | 05:33
    Daily Calendar - June 23