Politics
    2026-06-23 | 14:48

    მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ხუთჯერ დააფინანსეს რევოლუცია, ვერც რევოლუციის გზით შეცვალეს „ქართული ოცნება“, უნდა დასხდნენ და ჩვენთან ისაუბრონ - ლევან მაჭავარიანი  

    მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ხუთჯერ დააფინანსეს რევოლუცია, ვერც რევოლუციის გზით შეცვალეს „ქართული ოცნება“, უნდა დასხდნენ და ჩვენთან ისაუბრონ - ლევან მაჭავარიანი  

    ვიდრე ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი ქვეყნის მიმართ ასეთი უსამართლო მიდგომა გაგრძელდება, ურთიერთობის გადატვირთვაზე საუბარი ძალიან რთული იქნება,  – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

    “ბრიუსელი უნდა შეეგუოს, რომ მიუხედავად ასეთი უპრეცედენტო ჩარევისა, მათ „ქართული ოცნება“ არჩევნების გზით ვერ შეცვალეს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ხუთჯერ დააფინანსეს რევოლუცია, ვერც რევოლუციის გზით შეცვალეს „ქართული ოცნება“. უნდა დასხდნენ და ჩვენთან ისაუბრონ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენი სურვილით დავტოვეთ- დათქმა იყო, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩაგვეტარებინა, რისი საფუძველიც არ არსებობს. არჩევნების ე.წ. გაყალბებასთან დაკავშირებით ვინმეს რაიმე მტკიცებულება თუ აქვს, წარმოადგინონ, ამას ვითხოვთ. ორი წელი ისე გავიდა, რომ ფიზიკურად ერთი მტკიცებულებაც ვერავინ წარმოადგინა. როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა  მაინც გვთხოვს, ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროთო, ეს ჩვენი სუვერენიტეტის უპატივცემლობაა. ამის ფონზე, ჩვენთვის საინტერესო არ არის, რა რეზოლუციას მიიღებენ. რეზოლუციებს, რომელსაც ევროპარლამენტი თუ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს, ერთი და იგივე მესიჯბოქსითაა გაჟღენთილი. ვიდრე რეზოლუციები გაჟღენთილი იქნება აბსურდით, დეზინფორმაციით, მანამდე ამ რეზოლუციებს არანაირი ფასი არ ექნება და ამას ყურადღებას არ მივაქცევთ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.