Society
    2026-06-24 | 08:25

    ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

    ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

    საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის შესაძლებლობის შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ქვეყნის ყველაზე მასშტაბური ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია.

    წელს ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 14 000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო, რომელთაგან 128 გამარჯვებული გამოვლინდა. 

    გამარჯვებულები არიან ადიგენიდან, ბათუმიდან, ზუგდიდიდან, თელავიდან, თერჯოლიდან, ლანჩხუთიდან, მცხეთიდან, რუსთავიდან, საჩხერიდან, ფოთიდან, ხონიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან. 

    იმ მოსწავლეებს კი, რომლებმაც ორ ოლიმპიადაში მოიპოვეს პირველი ადგილი, გადაეცათ საქართველოს ბანკის საჩუქრები. 

    ინფორმაციისთვის, ევერესტის ოლიმპიადაში II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ოლიმპიადა სამტურიანია:

    • შესარჩევი ტურიდან ნახევარფინალში ოლიმპიადის ის მონაწილეები გადავიდნენ, რომლებმაც დააგროვეს არა უმცირეს 30 ქულა;

    • ნახევარფინალში, თითოეული კლასიდან (II, III, IV, V და VI კლასი) გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე 500 მოსწავლე, რომლებმაც ფინალში იასპარეზეს;

    • ფინალურ ტურში კი გამოვლინდა II, III, IV, V და VI კლასის საუკეთესო შედეგის მქონე 10-10 გამარჯვებული.

    საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

    საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

    Related Articles
    Announcements - June 24
    2026-06-24 | 05:19
    Announcements - June 24

    Daily Calendar - June 24
    2026-06-24 | 05:08
    Daily Calendar - June 24

    Announcement - June 23
    2026-06-23 | 05:39
    Announcement - June 23

    Daily Calendar - June 23
    2026-06-23 | 05:33
    Daily Calendar - June 23