social media
    2026-06-24 | 15:24

    საძალაუფლებო სისასტიკეც კი კარიკატურულია ამ ქვეყანაში, თან ტირანიული და ამავდროულად სასაცილო - არჩილ გამზარდია

    საძალაუფლებო სისასტიკეც კი კარიკატურულია ამ ქვეყანაში, თან ტირანიული და ამავდროულად სასაცილო - არჩილ გამზარდია

    ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:

    „4 ოქტომბრის სასჯელები ჩემს ცნობიერებაში არის ბოროტების ბანალურობის პრიმიტიული კარიკატურა. მაქსიმუმი, რაც შეიძლებოდა "დამნაშავეების" სასჯელად, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა იყო და თუ მაინც და მაინც დანაშაულს ჰქონდა ადგილი და არა დანაშაულის კარიკატურას, მაშინ სასჯელის თანაზიარები ხელისუფლების წარმომადგენლებიც უნდა ყოფილიყვნენ, როგორც წამქეზებლები, ინსპირატორები და მაპროვოცირებლები.

    საძალაუფლებო სისასტიკეც კი კარიკატურულია ამ ქვეყანაში, თან ტირანიული და ამავდროულად სასაცილო, უცნაური სინთეზია, ალბათ ამიტომაც ვერ იგრძნობა მასობრივ ცნობიერებაში ის სისასტიკე, რასაც მმართველი ინსტიტუციები მიმართავენ, რადგან მმართველებიც კარიკატურულები არიან და ხშირად, წინააღმდეგობის აფექტურობაც კარიკატურულია“.