Justice
    2026-06-26 | 10:32

    ამოღებულია 6 კილოგრამამდე გამომშრალი „მარიხუანა“, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

    ამოღებულია 6 კილოგრამამდე გამომშრალი „მარიხუანა“, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

    შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და ნარკორეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

    სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული, 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება – 6 კილოგრამამდე გამომშრალი „მარიხუანა“ ამოიღეს.

    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.