social media
2026-06-26 | 16:20
რაც პარლამენტში მოხდა, ანუ პარლამენტის წევრზე ჯგუფური თავდასხმა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის თანახმად, 5-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება -საბა ბრაჭული
საბა ბრაჭული სოციალურ ქსელში წერს:
“ფინალურები წერეს და ჩემმა სტუდენტებმა იციან, რომ წეღან რაც პარლამენტში მოხდა, ანუ პარლამენტის წევრზე ჯგუფური თავდასხმა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის თანახმად, 5-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
რასაც ჩემს სტუდენტებს ვერ ავუხსნი ისაა, თუ რომელ სამართალში წერია, რომ ქუჩაში გაკრულ ბანერზე არაშეურაცხმყოფელი წარწერის გაკეთება 1.5 წლით ციხე უჯდებოდეს ოთხი შვილის დედას, მაგრამ პარლამენტარების ჯგუფური ცემა არაფერი უჯდებოდეთ არჩილ გორდულაძის (და სხვების) დედებს.
ყველა თანასწორები ვართ, მაგრამ ზოგიერთები, დედაწულიანად, - განსაკუთრებით.”