social media
    2026-07-02 | 10:34

    უმეცრების ზეიმი აქვთ მოწყობილი საქართველოში, შლიან და ანადგურებენ ყველაფერს, რაც ქართულ ევროპულ იდენტობას უკავშირდება - გია ჯაფარიძე

    უმეცრების ზეიმი აქვთ მოწყობილი საქართველოში, შლიან და ანადგურებენ ყველაფერს, რაც ქართულ ევროპულ იდენტობას უკავშირდება - გია ჯაფარიძე

    პოლიტიკოსი, ყოფილი დიპლომატი გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:

    „არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ უნახავს, არასდროს ჭერია ხელში, ყდაც კი არ უნახავს. აბა ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნის სახელი როგორ არ უნდა იცოდე? ვეფხვისტყაოსანი როგორ უნდა თქვა?

    სინამდვილეში ესაა ანტი-რუსთაველი, ანტი-ილია, ანტი-ქართული პოლიტიკური ძალა, მოსული რუსული ბნელეთიდან, უწიგნურობის გაუვალი ჭაობებიდან. უმეცრების ზეიმი აქვთ მოწყობილი საქართველოში, შლიან და ანადგურებენ ყველაფერს, რაც ქართულ ევროპულ იდენტობას უკავშირდება.

    გაუნათლებლობის მინისტრმა არც იოანე ზოსიმე იცის, რა წიგნი, რა ჰგონია ნეტავ იოანე ზოსიმე. სინას მთაზე, სადაც იოანე ზოსიმე მოღვაწეობდა და რაც ქართული კულტურის უნიკალური ცენტრია, რა პროცესები მიდის, იციან საერთოდ, რამე გაუგიათ? არიან კავშირზე მხარეებთან? როდესმე დაინტერესდნენ სინას მთის ქართული ხელნაწერების ბედით? საერთოდ აქვთ წარმოდგენა სინას მთის სამონასტრო კომპლექსის სტატუსის შესახებ?“