ალეკოს საქმე ნუ შეგაშინებთ ხალხო! - თინა ხიდაშელი
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ თავმჯდომარე, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს:
„ალეკოს საქმე ნუ შეგაშინებთ ხალხო!
ალეკო რომ ტერორისტი არ არის ეს მოსამართლემაც იცის და მისი საქმის პროკურორმაც!!!
ყველაზე ბევრი რასაც შეიძლება თვლიდეთ ის არის რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს არ არის მთავარი!
ალეკოს ისტორია საუკეთესო დასტურია რეჟიმის სისასტიკის და არაადამიანურობის.
რატომ მოხდა ის რის გამოც მას დღეს ასამართლებენ? რა იყო ეს?
— სამართლის, სამართლიანობის ძიება;
— სასოწარკვეთა უსამართლობის გამო;
— სასოწარკვეთა, როდესაც მონსტრად ქცეულ სისტემასთან უსუსრი ხარ, ვერაფრს აკეთებ, თითქოს ხმაც წაგერთვა, ვეღარც ყვირიხარ;
— ასეთ დროს ადამიანი უკიდურეს ნაბიჯებს დგამს - რომ ხმა გააგონოს ვინმეს, გამოაფხიზლოს, საკუთარი თავი გაწიროს სწორედ ამ გამოფხიზლებისთვის …
— სახელმწიფო ინსტიტუტები და ხელისუფლება ზუსტად მაშინ არის მონსტრი როდესაც მოქალაქეები თვითდაზიანებამდე მიყავს.
- შიმშილის გამო
- სიდუხჭირის გამო
- თავისუფლების წართმევის გამო
- ხმის წართმევის გამო
- არჩევანის წართმევის გამო
- სამართლის პოვნის შესაძლებლობის წართმევის გამო ….
სწორედ ეს მოხდა ალეკოს შემთხვევაშიც! და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მომწონს არ მომწონს, ვეთანხმები არ ვეთანხმები. სასოწარკვეთაში მყოფი ადამიანები სხვების ესთეტიკაზე არ ფიქრობენ!
ისინი უბრალოდ რისკზე მიდიან სხვების გამოსაფხიზლებლად.
ჩემი სოლიდარობა ალეკოს!“