Regions
2026-07-15 | 10:30
კორპუსის მშენებლობისას მომხდარ ნგრევას 30 წლამდე კაცი ემსხვერპლა
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობისას მომხდარ ნგრევას 30 წლამდე კაცი ემსხვერპლა - ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ცხედარი მაშველებმა ჩამონგრეული რკინის კონსტრუქციიდან უკვე ამოიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე ბეტონის საფარის დასხმა მიმდინარეობდა, კონსტრუქციამ ვერ გაუძლო და ჩამოიშალა.
კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს შპს “გრადუს გრუპ მაუდი” ასრულებს. იოსელიანის ქუჩაზე რჩებიან მაშველები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
Related Articles
2026-07-15 | 08:21
Disaster relief work continues in Telavi – Platon Kalmakhelidze