social media
    2026-07-22 | 15:35

    ნურავინ იტყვით, რომ საქართველოში დღეს თავისუფლად სუნთქავს, თვით სისტემის მომხრეც კი - გოჩა მირცხულავა

    ნურავინ იტყვით, რომ საქართველოში დღეს თავისუფლად სუნთქავს, თვით სისტემის მომხრეც კი - გოჩა მირცხულავა

    ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს:

    “ვახო სანაიას დაკავება მხოლოდ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ანტიჰუმანური და ანტისამართლებრივი აქტი არ არის. ეს არის მმართველი ძალის მიერ გატარებული პოლიტიკის ღია დეკლარირება. დღეს ვიღაცას აზრის გამოხატვისთვის აკავებენ.

    ვიღაცას აიძულებენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, იშიმშილოს და ვალებში ჩაიძიროს.ვიღაცას სცემენ.ვიღაცას ნარკოტიკს უდებენ. ვიღაცას ღიმილის გამო ასამართლებენ.

    და საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ყველაფერს ხედავს, გრძნობს, მაგრამ მაინც ფიქრობს: „მე გადავრჩები, ჩემამდე არ მოვლენ.“

    არადა, ასე არ ხდება.. აქლემი თქვენს ჭიშკართანაც დაიჩოქრებს. თქვენც შეიძლება ერთ დღეს სამსახური დაკარგოთ. თქვენც შეიძლება ისე გაღარიბდეთ, რომ ვალის გადასახდელად ფულს ვეღარავინ გასესხოთ. თქვენც შეიძლება გაგისწორდნენ ძალადობით. თქვენც შეიძლება ცილი დაგწამონ ან დანაშაული დაგაბრალონ.

    რადგან ასეთ სისტემას „ჩემიანი“ არ ჰყავს. დღეს თუ ვიღაცის უფლებას ანადგურებს, ხვალ თქვენს უფლებასაც გაანადგურებს.

    აბა, დაფიქრდით - ვინ იყო სახელმწიფოს ფორმალური (!) მმართველისთვის ანტუან ღარიბაშვილზე უფრო ახლობელი?

    რატომ ვამბობ ფორმალური მმართველი? იმიტომ, რომ ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე სასამართლოს განაჩენმა, ფაქტობრივად, ერთი რამ გვითხრა - სახელმწიფო ივანიშვილია.

    და ბოლოს...

    თქვენი მგრძნობელობის დაჩლუნგება სულაც არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში თავისუფლად სუნთქვაა შესაძლებელი.

    თუ სხვა ვერაფერი იგრძენით, ჰაერი მაინც უნდა იგრძნოთ როგორი დამძიმებულია. ნურავინ იტყვით, რომ საქართველოში დღეს თავისუფლად სუნთქავს, თვით სისტემის მომხრეც კი”.