social media
    2026-07-22 | 18:22

    უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩა­ზე ვა­ხომ მთხო­ვა სა­საფ­ლა­ო­ე­ბის­კენ გა­და­უხ­ვი­ეო, ავი­დე­თო - თა­მუ­ნა ყუ­რაშ­ვი­ლი

    უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩა­ზე ვა­ხომ მთხო­ვა სა­საფ­ლა­ო­ე­ბის­კენ გა­და­უხ­ვი­ეო, ავი­დე­თო - თა­მუ­ნა ყუ­რაშ­ვი­ლი

    ვახო სა­ნა­ი­ას მე­უღ­ლე, თა­მუ­ნა ყუ­რაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

    "გუ­შინ მა­მა­ჩე­მის 80 წლის იუ­ბი­ლე იყო, ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი შე­ვიკ­რი­ბეთ, ძა­ლი­ან

    ვი­სი­ა­მოვ­ნეთ ერ­თად ყოფ­ნით, ვახო იყო სუფ­რის თა­მა­და .გვი­ან ღა­მით ვა­ხოს დედა წა­ვიყ­ვა­ნეთ ვა­ჟა­ზე, უკა­ნა გზა­ზე ვა­კის­კენ, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩა­ზე ვა­ხომ მთხო­ვა სა­საფ­ლა­ო­ე­ბის­კენ გა­და­უხ­ვი­ეო,

    ავი­დე­თო. მარ­ტო ვი­ყა­ვით, იჯდა გი­ორ­გის საფ­ლავ­თან და მიყ­ვე­ბო­და, რო­გო­რი მა­გა­რი იყო გი­ორ­გი, რომ მის­ნა­ი­რი არა­ვინ იყო, მისი ოთხში წიგ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე და გან­ლა­გე­ბა­ზე მიყ­ვე­ბო­და.

    გა­იხ­სე­ნა, ამე­რი­კა­ში რო­გორ გა­ა­ო­ცა რო­მე­ლი­ღაც კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პუბ­ლი­კა, როცა დე­კარ­ტის ცი­ტა­ტე­ბი სულ ზე­პი­რად მოყ­ვაო.

    ამ დროს უცებ მე­უბ­ნე­ბა, ხვალ სა­სა­მარ­თლოა და შე­იძ­ლე­ბა და­მი­ჭი­რო­ნო, შენ ვიცი მა­გა­რი ხარ, მაგ­რამ ნაზი უნდა და­ა­წყნა­როო, ხომ იცი რო­გორ ნერ­ვი­უ­ლობ­სო

    ამ დი­ლას მა­ნამ­დე არ გა­ვი­და ტე­ლე­ვი­ზი­ებ­თან, სა­ნამ ნა­ზის­თან ჩვე­ნი ახ­ლო­ბე­ლი არ მი­ვი­და, რომ

    ეთ­ქვა ვა­ხოს ამ­ბა­ვი, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ით არ გა­ე­გო როცა მარ­ტო იქ­ნე­ბო­და. გა­უ­მარ­ჯოს ვა­ხოს ბრძო­ლას ამ ქვეყ­ნი­სათ­ვის!"

    ცნობისთვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი­სა და დე­პუ­ტატ ვლა­დი­მერ ბოჟა­ძის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რი­ლი პოს­ტის გამო ჟურ­ნა­ლისტ ვახო სა­ნა­ი­ას 14-დღი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.