Justice
    2026-07-25 | 15:03

    ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირია დაკავებული

    ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირია დაკავებული

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით სხვადასხვა დროს ოთხი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

    უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

    „სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“, 31 კილოგრამამდე „მცენარე კანაფი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.

    სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სპეციალურად მოწყობილი სათბურები, სადაც ბრალდებულები განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო კულტივირებას ახდენდნენ.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.