Society
    2026-08-25 | 16:49

    ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული თანაინვესტირების ფონდის კუთვნილი რამდენიმე მსხვილი ბიზნესი ოფშორული იურისდიქციიდან საქართველოში გადმოარეგისტრირეს და ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის საკუთრებაში გადავიდა - ტვ პირველი

    ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული თანაინვესტირების ფონდის კუთვნილი რამდენიმე მსხვილი ბიზნესი ოფშორული იურისდიქციიდან საქართველოში გადმოარეგისტრირეს და ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის საკუთრებაში გადავიდა - ტვ პირველი

    ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული თანაინვესტირების ფონდის კუთვნილი რამდენიმე მსხვილი ბიზნესი ოფშორული იურისდიქციიდან საქართველოში გადმოარეგისტრირეს და ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის საკუთრებაში გადავიდა. ოფიციალური მონაცემებით, ხვედელიძის სახელზე უკვე რეგისტრირებულია „მტკვარი ჰოლდინგი“, „აქსის თაუერსი“, „გალერია ჰოლდინგი“ და კიდევ ოთხი კომპანია, რომელთა დედა კომპანიაც კაიმანის კუნძულებზე იყო რეგისტრირებული.

    დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ გადაფორმებაში ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირები მონაწილეობენ. საუბარია კახა კობიაშვილსა და ნატა ხაინდრავაზე. სწორედ ეს პირები აწერენ ხელს დოკუმენტაციას.

    ცვლილებებს კორუფციის მკვლევრები ივანიშვილის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების რისკებს უკავშირებენ. მათი შეფასებით, ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ მოქცეულ ოფშორულ ტერიტორიაზე აქტივების ფლობა სანქციების პირობებში ივანიშვილისთვის დამატებით საფრთხეებს ქმნის, რის გამოც კომპანიების საქართველოში გადმოტანა შესაძლოა ქონების შესაძლო შეზღუდვებისგან დაცვის მცდელობას უკავშირდებოდეს.

    „ივანიშვილი, ფაქტობრივად, ასრულებს ოფშორებიდან გამოქცევას და ათწლეულობის განმავლობაში ოფშორულ ზონებში შექმნილი მისი ფინანსურ-ქონებრივი სტრუქტურა, ფაქტობრივად, მთლიანად დაშალა და ნათელია, რომ ეს არის მისი მხრიდან იძულებითი ნაბიჯი, როდესაც უწევს მთელი ამ ქონების საქართველოში გადმორეგისტრირება და ისიც ნათელია, რისგან იცავს ის თავს. თანაინვესტირების ფონდის საბოლოო მშობელი კომპანია კაიმარის კუნძულებზეა რეგისტრირებული, რომელიც ბრიტანეთის იურისდიქციაა და ბრიტანეთის მხრიდან სანქცირების შემთხვევაში, ფაქტობრივად დაკარგავდა ამ ქონების განკარგვის შესაძლებლობას და იძლებული გახდა, რომ საქართველოში გადმოერეგისტრირებინა. ზედა კომპანია, საბოლოო ჯამში, რეგისტრირებული არის კაიმარის კუნძულებზე. დიდი ალბათობით, მან ისარგებლა ასევე ამ საგადასახადო შეღავათებით და ეკა ხვედელიძეს, რომელმაც მიიღო ეს ქონება, რომლის თითქოს ნასყიდობა გაფორმდა, მაგრამ ფასი გასაიდუმლოებულია, არ მოუწევდა გადასახადების გადახდა, თუკი ასეთის აუცილებლობა კანონის შესაბამისად, დადგებოდა. 

    ამჯერად ივანიშვილმა გადმოარეგისტრირა მტკვარი ჰესი, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია, გადმოარეგისტრირა თავისი სასოფლო-სამეურნეო წარმოებები, მათ შორის "პლანტა", ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ბოსტნეულის მწარმოებელი საწარმო, გადმოარეგისტრირა "თბილის გალერეა", გადმოარეგისტრირა "აქსის ტაუერსი", ტყუპები ვაკეში. ფაქტობრივად, საკუთარო ოფშორული ზონა აქვს საქართველოში, აკონტროლებს რეჟიმს, რაც მას აძლევს სიმშვიდის განცდას, რომ სანამ ძალაუფლებაშია, ის ამ ქონებას არ დაკარგავს“, - ამბობს "სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" დამფუძნებელი ირაკლი აბესაძე.

    წყარო

    ფოტო ტვ პირველი