Society
    2026-09-02 | 14:07

    მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს პაემანი ჩანიშნული არ ჰქონია და შესაბამისად, ის ვერ გაუქმდებოდა - პენიტენციური სამსახური

    მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს პაემანი ჩანიშნული არ ჰქონია და შესაბამისად, ის ვერ გაუქმდებოდა - პენიტენციური სამსახური

    სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს პაემანი ჩანიშნული არ ჰქონია და შესაბამისად, ის ვერ გაუქმდებოდა.

    ამასთან, პენიტენციური სამსახურის განმარტებით, დახურული ტიპის დაწესებულების დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულ ღარიბაშვილს აქვს წელიწადში ორი ხანგრძლივი და თვეში ორი ხანმოკლე პაემნის გამოყენების უფლება და ეს ლიმიტები მას სრულად აქვს ათვისებული.

    „სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებას, რომელიც მან მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომ თითქოს მსჯავრდებულს წახალისების სახით ჩანიშნული ჰქონდა პაემანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა. ცალსახად და დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ არანაირი პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და, შესაბამისად, ვერც გაუქმდებოდა.

    აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია მსჯავრდებული ღარიბაშვილი) დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულ ღარიბაშვილს აქვს წელიწადში ორი ხანგრძლივი და თვეში ორი ხანმოკლე პაემნის გამოყენების უფლება და ეს ლიმიტები მას სრულად აქვს ათვისებული.

    რაც შეეხება წახალისების ფორმით თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის დამატებითი პაემნის დანიშვნას, ეს ხდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის განკარგულებით, რაც მსჯავრდებულ ღარიბაშვილის შემთხვევაში არ მომხდარა. ამდენად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში პერიოდულად ხორციელდება, არაფერ შუაშია. პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა“,- ნათქვამია განცხადებაში.

    Related Articles
    Daily Calendar - August 31
    2026-08-31 | 09:00
    Daily Calendar - August 31

    Daily Calendar _ August 28
    2026-08-28 | 09:15
    Daily Calendar _ August 28