Justice
    2026-09-10 | 11:31

    თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო - შსს მას კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანის შეურაცყოფას ედავება

    თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო - შსს მას კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანის შეურაცყოფას ედავება

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო - საქმე ეხება რაზმაძის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს.

    2026 წლის 18 აგვისტოს თორნიკე რაზმაძემ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება ერეკლე II-ის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შესახებ ზუსტად იმეორებს კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის ნარატივს.

    მარგარიტა სიმონიანი ამტკიცებს, რომ მეფე ერეკლე II-მ „მუხლებზე დაჩოქილმა“ ითხოვა საქართველოს რუსეთის შემადგენლობაში მიღება. მისივე მტკიცებით, რუსეთმა ქართველები ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა, თუმცა ამით ქართველებმა „არც ისე კარგად ისარგებლეს“.

    სიმონიანი ირწმუნება, რომ გამოჩნდებიან „ახალი ერეკლე მეფეები“ რომლებიც ისევ „მუხლებზე დაჩოქილები“ მოითხოვენ საქართველოს რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნებას.

    თორნიკე რაზმაძემ ამავე პოსტის ქვეშ დაწერა კომენტარი: „ამათი დედას შევე*ი "ნა კალენიახ". სწორედ ამ კომენტარის გამო დაიწყო მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს „სქროლვა-სქრინვის“ სააგენტო რაზმაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავება, რაც გულისხმობს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას და ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 3000 ლარამდე ან პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

    თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა 29 სექტემბერსაა ჩანიშნული.

    წყარო