მსოფლიო
2026-03-15 | 21:47
ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა
ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია ერაყის უსაფრთხოების მედიაცენტრის ხელმძღვანელზე, გენერალ-ლეიტენანტ საად მაანზე დაყრდნობით ავრცელებს.
საად მაანის განცხადებით, აეროპორტსა და მის შემოგარენზე თავდასხმა ხუთი რაკეტით განხორციელდა. ამასთან, მისივე თქმით, რაკეტები აეროპორტის ტერიტორიაზე, წყლის გამტკნარების ქარხნის ტერიტორიაზე, ასევე Martyr Alaa-ს საჰაერო ბაზასთან და ცენტრალურ კარხის ციხესთან ახლოს ჩამოვარდა.
საად მაანის თქმით, თავდასხმის შემდეგ ხელისუფლებამ რაკეტების გამშვები მოწყობილობა ამოიღო, რომელიც ბაღდადის დასავლეთით, ავტომობილში იყო დამალული.
მსგავსი სტატიები
2026-04-12 | 05:39
უნგრეთში დაიწყო საპარლამენტო არჩევნები2026-04-11 | 14:01
პაკისტანში ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო