მსოფლიო
2026-05-25 | 06:04
თუ ირანთან შეთანხმებას გავაფორმებ, ეს კარგი და სათანადო შეთანხმება იქნება და არა ისეთი, როგორიც ობამამ დადო - დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან აშშ-ის შეთანხმება სრულიად საწინააღმდეგო იქნება იმისგან, რაც მისმა წინამორბედებმა დადეს.
„თუ ირანთან შეთანხმებას გავაფორმებ, ეს კარგი და სათანადო შეთანხმება იქნება და არა ისეთი, როგორიც ობამამ დადო, რომელმაც ირანს უზარმაზარი რაოდენობის ნაღდი ფული მისცა და ბირთვული იარაღისკენ ნათელი და ღია გზა გაუხსნა. ჩვენი შეთანხმება ზუსტად ამის საპირისპიროა, თუმცა ის ჯერ არავის უნახავს და არავინ იცის, რას მოიცავს. ის ბოლომდე მოლაპარაკებულიც კი არ არის. ამიტომ ნუ მოუსმენთ წაგებულებს, რომლებიც აკრიტიკებენ იმას, რაზეც არაფერი იციან. ჩემამდე მყოფებისგან განსხვავებით, რომლებსაც ეს პრობლემა მრავალი წლის წინ უნდა მოეგვარებინათ, მე ცუდ შეთანხმებებს არ ვდებ!“ - წერს დონალდ ტრამპი.
მსგავსი სტატიები