სამართალი
2026-03-25 | 10:51
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი N8 პენიტენციურ დაწესებულებას სტუმრობდა
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი N8 პენიტენციურ დაწესებულებას სტუმრობდა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ლევან იოსელიანი დაწესებულების ადმინისტრაციას შეხვდა და რამდენიმე პატიმარი მოინახულა.
„სახალხო დამცველმა დეტალური ინფორმაცია მიიღო პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის და საცხოვრებელი პირობების შესახებ. ასევე, მათ შორის, მოინახულა და გაესაუბრა N8-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრები: პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე და ირაკლი ნადირაძე.
სახალხო დამცველი აგრძელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგსა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის მდგომარეობის ზედამხედველობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მსგავსი სტატიები
2026-03-25 | 11:53
ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს2026-03-25 | 08:08
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს