ჩვენი ქვეყანა 1991 წლის 9 აპრილის პირმშოა! 9 აპრილს არის დაბადებული! - ნატო ჩხეიძე
ყოფილი პარლამენტარი ნატო ჩხეიძე სოციალუე ქსელში წერს:
„იმდენჯერ და იმდენი ვწერე და ვილაპარაკე 9 აპრილის დამოუკიდებლობის დღის შესახებ,( ორჯერ კანონპროექტიც შევიტანე პარლამენტში), რომ დღეს აღარაფრის თქმას აღარ ვაპირებდი, მაგრამ თანდართულმა ინფორმაციამ სიმხნევე და მოტივაცია შემძინა:))
ადრე ვერა, მაგრამ გვიან ხომ აუცილებლად დაუბრუნდება ჩვენს ქვეყანას თავისი დამოუკიდებლობის დღის მართალი, სწორი და ისტორიულად და იურიდიულად კანონზომიერი თარიღი - 9 აპრილი.
რადგან აქტი ჰქვია, კანონად არ მიიჩნევენ:))
არადა, კანონია, შესაბამისი აღწერილობით და შესაბამისი ხელმოწერებით.
მაშ, რისთვის იყო საჭირო ამ აქტზე 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული პარლამენტის წევრების ხელმოწერა, თუ ჩხენკელის, რამიშვილის და სხვათა ხელმოწერილი აქტით უნდა გვეცხოვრა დღემდე?
ძველი აქტის საფუძველზე ახალი აქტის შექმნა ხომ
იმას ნიშნავს, რომ ის ძველი ისტორიას ბარდება და ახლით უნდა ვიხელმძღვანელოთ?
ყველა კანონი ასეა და ამ აქტებმა რატომ გამოიწვია ვითომ დაბნეულობა?
კონსტიტუციაში ორი თარიღი წერიაო.
არაფერიც!..
ერთი წერია- 9 აპრილი.
ჩვენი ქვეყანა 1991 წლის 9 აპრილის პირმშოა!
9 აპრილს არის დაბადებული!
მეორე თარიღი, 26 მაისი რეფერენდუმის კითხვიდან არის გადმოტანილი. ( აბა და 9 აპრილი ჯერ არ იყო:))
რეფერენდუმის კითხვაში კი 26 მაისი იმიტომ გაჩნდა, რომ ხალხისთვის ადვილა განსაზღვრადი ყიფილიყო, აგერ, ა, ახლახან გქონდათ დამოუკიდებელი სახელმწიფო ამა და ამ აქტით და არ გინდათ, რომ ისევ გქონდეთო?
გვინდაო- მოსახლეობამ.
ისე, ეს “ გვინდა”, ზვიად გამსახურდიას ორგანიზებული სერიოზული მუშაობის შედეგი იყო, თორემ ახლა რომ გახვიდე და ხალხს ჰკითხო, მზიანი დღე გინდა თუ მთვარიანი ღამეო, 87 % ერთნაირი პასუხს ვერ მიიღებთ:))
ერთი სიტყვით,
მოვა დრო და საქართველო ში კონსტიტუციის 1- ლი მუხლი შესრულდება - 9 აპრილი იქნება სადღესასწაულო დამოუკიდებლობის დღე, და 1- ლი მუხლის შესრულების კვალდაკვალ სხვა მუხლებსაც ვეღარავინ ვერ დაარღვევს ისე უნაღვლელად, როგორც ახლა ხდება.“
https://www.radiotavisupleba.ge