საზოგადოება
    2026-03-25 | 11:09

    ავტოკეფალიის აღდგენის და ილია მეორის გარდაცვალებიდან მეცხრე  დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში მსახურება მიმდინარეობს

    ავტოკეფალიის აღდგენის და ილია მეორის გარდაცვალებიდან მეცხრე  დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში მსახურება მიმდინარეობს

    საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის და

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან მეცხრე დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში მსახურება მიმდინარეობს, რომელსაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს.

    მსახურებას სიონის საპატრიარქო ტაძარში, სინოდის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პრემიერ - მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.

    ამასთან, სიონის საპატრიარქო ტაძარში, ილია მეორის საფლავზე პატივის მისაგებად მოქალაქეები დილიდან მიდიან.

    ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა.

    ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.