საზოგადოება
    2026-03-30 | 07:11

    გთხოვთ, რომ ილოცოთ გამოარჩიოს უფალმა ის ადამიანი, რომელიც ამ გოლგოთაზე ღვთის ნებით უნდა ავიდეს - მიტროპოლიტია ისაია

    გთხოვთ, რომ ილოცოთ გამოარჩიოს უფალმა ის ადამიანი, რომელიც ამ გოლგოთაზე ღვთის ნებით უნდა ავიდეს - მიტროპოლიტია ისაია

    "არავინ დასახელებულა ჯერ საერთოდ. ერთმა სასულიერო პირმა მომწერა უცხოეთიდან, ვლოცულობთო, რომ თქვენო გახდეთო და მე მას ვუპასუხე, რომ ვილოცოთ იმისთვის, რომ ყოველი არის ღვთის ნება. უფლის ნება როგორი არის, ეს არის მთავარი და თქვენც ამას გთხოვთ, რომ ილოცოთ გამოარჩიოს უფალმა ის ადამიანი, რომელიც ამ გოლგოთაზე ღვთის ნებით უნდა ავიდეს. სასიხარულო ამაში არაფერი არ არის, ეს არის ჯვარი, რომელიც ადამიანს უფალმა დააკისრა. ვისაც დააკისრებს, ალბათ, ამაზე უარი არ უნდა თქვას და ეს ჯვარი უნდა იტვირთოს. ინებოს უფალმა, რომ გამოარჩიოს ის, ვინც მისთვის არის საჭირო, ვისაც ის ხედავს", - განაცხადა ქადაგებისას ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაია ჭანტურიამ.