საზოგადოება
2026-05-13 | 15:13
ნაფეტვრების გზაზე კლდე ჩამოიშალა და მძიმე ტექნიკა მოიყოლა
ნაფეტვრების გზაზე კლდე ჩამოიშალა და მძიმე ტექნიკა მოიყოლა. მძღოლმა, რომელიც ტრაქტორს მართავდა, კაბინიდან გადახტომა მოასწრო. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.
ამ დროისთვის, ნაფეტვრების გზაზე უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. ადგილზე პოლიცია და გეოლოგები არიან მობილიზებულები.
გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც კლდემ ჩამოშლა დაიწყო, პოლიციამ იოსელიანის ქუჩაზე მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ამ დროისთვის საფრთხის ქვეშაა 3 ოჯახი, რომელთა სახლებიც პირდაპირ კლდის თავზე დგას.
ადგილობრივები კლდის ჩამოშლის მიზეზად ტერიტორიაზე მიმდინარე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას ასახელებენ.
მსგავსი სტატიები
2026-06-23 | 07:59
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება2026-06-23 | 05:47
საქართველოში მიწისძვრა მოხდა2026-06-23 | 05:39
ანონსი - 23 ივნისი