ეკონომიკა
    2026-03-31 | 08:08

    თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა - საქსტატი

    თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა - საქსტატი

    საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2026 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.8% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 8.4%-ია.

    როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2026 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, დამამუშავებელი მრეწველობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა.

    მათივე ცნობით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში.