ზელენსკის არ სურს ამ ომის დასრულება და ალბათ არც არასდროს სურდა - დონალდ ტრამპი
ზელენსკის იმდენი ფულით, რასაც ევროპა აძლევს და რაც წარსულში ჯო ბაიდენმა მისცა, არ სურს ამ ომის დასრულება და ალბათ არც არასდროს სურდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემი გადაწყვეტილება რუსეთთან დაკავშირებით ძალიან მარტივია. მე რუსეთსა და უკრაინას შორის ომში მშვიდობის დამყარების მოლაპარაკებების პროცესში ვარ და არ მინდა გავაკეთო ისეთი რამ, რაც სულელურად ჩამოაშორებს რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდას. დიდი პროგრესი მიიღწევა და ეს მოიცავს მძევლების მიმდინარე მოლაპარაკებებსაც! ამ დოკუმენტზე ახლა ხელის მოწერა სწორედ ამას გამოიწვევს, მე კი შემიძლია ხელი მოვაწერო მოგვიანებით, ან ნებისმიერ დროს, როცა მინდა!
ალბათ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ რუსეთი ძალიან ცოტას აკეთებს (თუ საერთოდ აკეთებს რამეს) ირანის ისლამური რესპუბლიკის დასახმარებლად იმასთან შედარებით, რისი გაკეთებაც შეეძლო, და მე მინდა ასეც დარჩეს - და დარჩება კიდეც, თუ უგუნური ადამიანები არ ჩაერევიან.
და ბოლოს, ზელენსკი სამიზნედ იყენებს დიზელის გადამამუშავებელ ქარხნებს რუსეთში, იცის რა, რომ ეს თავდასხმები სერიოზულად აზიანებს მსოფლიო დიზელის ბაზრებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ფერმერები, რანჩოელები და ყველანაირი ბიზნესი ძალიან იტანჯება ამის გამო, მაგრამ რუსეთი, მიუხედავად ამისა, მსოფლიოს დაბალ ფასად უგზავნის მილიონობით ბარელ დიზელს. ზელენსკის ეს არ ადარდებს და, მართალი რომ ვთქვა, მთელი იმ ფულით, რასაც ევროპა აძლევს მას და რაც „თაღლითმა ჯო ბაიდენმა“ მისცა წარსულში, მას არ სურს ამ ომის დასრულება და, სავარაუდოდ, არც არასდროს ნდომებია. მას შეეძლო ორი წლის წინ უკეთესი შეთანხმება დაედო, ვიდრე ახლა შეუძლია. მისი ქვეყანა განადგურებულია, მისი მიწების დიდი ნაწილი დაკარგულია, მისი ოკეანეები და ზღვები წართმეულია, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა კი შემცირებული, დაჭრილი ან/და დაღუპულია.
მე მინდა, რომ ეს ომი დასრულდეს! გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის. პრეზიდენტი დონალდ ჯ. ტრამპი", - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social.