საზოგადოება
2026-04-02 | 15:12
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა. მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ.
მუხათგვერდიდან სამხედროებმა წილკნის დევნილთა დასახლებაში გადაინაცვლეს და არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. მისი ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოგვიანებით გადმოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
მსგავსი სტატიები
2026-10-01 | 17:24
საქართველოში ამინდი უარესდება2026-10-01 | 16:12
კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა2026-10-01 | 14:22
თბილისის მერია „თბილისობა 2026“-ის ღონისძიებათა პროგრამას აქვეყნებს2026-10-01 | 10:16
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია