არ დაგვავიწყდეს კადრი, სადაც ბიძინა წელში მოკაკული ელაპრაკება არაბ შეიხს - მერაბ მეტრეველი
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:
“ირანის ელჩთან დაკავშირებული ამბები კარგად აჩვენებს, რომ "ორ ფეხზე მყარად მდგომ" ხელისუფლებას კარგად შეუძლია მუცელზე ხოხვაც, როცა დაჭირდებათ.
უცხო ქვეყნის ელჩი ღიად დაგვემუქრა და ამათ საგარეოში დაბარებაც ვერ გაუბედეს. განცხადებაც კი არ გააკეთეს, ვერც კი დაგმეს.
სავარაუდოდ, მორიდებით სთხოვეს ელჩს პოსტი აეღო და მერე საგარეოში შეხვედრა გაუმართეს, სდაც, როგორც ელჩი ირწმუნება, საკუთარი ინიციატივით მივიდა. შეიძლება მისვლაც ამათ სთხოვეს, რომ დღეს შალვა პაპოუაშვილს ეთქვა, ველაპარაკეთ ამ თემაზეო, მაგრამ ვინმეს დაბარებად რომ არ აღექვა, ელჩმა საგანგებოდ გაუსვა ხაზი, ჩემი ინიციატივით მოვედიო და ახალი განცხადება-გაფრთხილებაც გამოდო.
გეხსომებათ, ასევე ვერაფერი გაუბედეს ისრაელის ელჩს, რომელმაც ასევე დაგვტუქსა ანძის ირანის ფერებში განათების გამო.
რუსეთს ელჩი არ ყავს, თორემ ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ მასაც ვერაფერს გაუბედავდნენ?
ის კი არა აზერბაიჯანის ელჩმაც რამე რომ გვისაყვედუროს მასაც ვერაფერს გაუბედავენ.
სამაგიეროდ, დიდი გული აქვთ გერმანიის და ევროკავშირის ელჩებთან, რადგან "ორ ფეხზე დგანან."
P.S. ასევე არ დაგვავიწყდეს კადრი, სადაც ბიძინა წელში მოკაკული ელაპრაკება არაბ შეიხს.
P.P.S კიდევ არ უნდა დაგვავიწყდეს რამდენიმე წლის წინ მომხდარ ფაქტი, როდესაც "ოცნების" რამდენიმე დეპუტატმა დიდგორის ბრძოლის დღის დასვენების დღედ გამოცხადება მოითხოვა, ეს თურქეთს არ მოეწონა და ეგრევე უკან დაიხიეს. ყველაზე დიდი გამარჯვების დღე ვერ გმოვაცხადეთ ოფიციალურ დღესასწაულად”.