სოცმედია
    2026-04-07 | 11:16

    რამდენი ხანი გავიდა ოპოზიციური ერთიანობის გამოცხადებიდან და ერთი საერთო პოზიცია არ დუფიქსირებიათ და საერთო განცხადება არ გაუკეთებიათ იმ უამრავ მავნებლობაზე რაც ოცნებამ ბოლო პერიოდში ჩაიდინა - ლაშა ძებისაშვილი

    რამდენი ხანი გავიდა ოპოზიციური ერთიანობის გამოცხადებიდან და ერთი საერთო პოზიცია არ დუფიქსირებიათ და საერთო განცხადება არ გაუკეთებიათ იმ უამრავ მავნებლობაზე რაც ოცნებამ ბოლო პერიოდში ჩაიდინა - ლაშა ძებისაშვილი

    პოლიტიკის მეცნიერებაღა დოქტორი ლაშა ძებისაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

    “მე მგონი შალვა ნათელაშვილს ესმის მხოლოდ რას ნიშნავს პოლიტიკოსობა თანაც ოპოზიციურ ფლანგზე. რამდენი ხანი გავიდა ოპოზიციური ერთიანობის გამოცხადებიდან და ერთი საერთო პოზიცია არ დუფიქსირებიათ და საერთო განცხადება არ გაუკეთებიათ იმ უამრავ მავნებლობაზე რაც ოცნებამ ბოლო პერიოდში ჩაიდინა.

    სადაა შეთანხმებული ერთიანი პოზიცია 6 წელზე ძველი ავტომობილების აკრძალვაზე

    სადაა ერთიანი პოზიცია დენის გაძვირებაზე

    სადაა ერთიანი პოზიცია და განცხადება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ნაბიჯებზე

    სადაა კონსოლიდირებული შეთანხმება ირანის ომზე ან ალიევის ვიზიტზე

    სადაა პოზიცია ჭიათურელ მაღაროელებზე რომლებიც პროტესტს უცხადებენ ფეოდალებს

    სადაა ...სადააა...კიდევ ბევრი სადაა არსებობს?

    თემატური ჯგუფებიო, ესაო ისაო...და ისევ ცალ-ცალკე დადიან და იძლევიან კომენტარებს, ისე რომ არავიტარი ერთიანობის არც განცდა და არც რეალური სურათი ჩანს....

    რავიცი, იქნებ მე ვერ ვხედავ და დავბრმავდი? თუ მხოლოდ მიტინგების დაანონსებაა მთავარი და ასე უნდა ვუყუროთ თუ ვიყოთ მიტინგიდან მიტინგამდე .....ბოდიშით მაგრამ ჩავლილი აქვს ხალხს ეს ამბავი. ასე რომ ....იფიქრეთ ცოტა, დახვეწეთ ერთიანობის შიდა სტრუქტურა, ნუ გამოგორდებით 200ვე თითოეული განცხადების გასაკეთებლად, გამოუშვით ამისთის მხოლოდ ის ვისაც კომუნიკაცია შეუძლია ხალხთან და მეტი ნდობა გააჩნია, ან....

    შალვას მაინც დაუჯერეთ

    🙂