სოცმედია
2026-06-30 | 12:14
პაატა ბურჟულაძის კიდევ 51 ცალი 5000 ლარიანი ჯარიმა ჩავიბარე - ნიკა სიმონიშვილი
იურისტი ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“Paata Burchuladzeს კიდევ 51 ცალი 5000 ლარიანი ჯარიმა ჩავიბარე, 255 000 ლარის ჯამში.
ეს ჯარიმები 2-დან 10 ოქტომბრამდე პერიოდშია შედგენილი და პაატას დაკავების შემდეგ კომუნიკაციის შეზღუდვის გამო, ამ დრომდე ვერ ვახერხებდით მათ ჩაბარებას.
შეგახსენებთ, რომ დაკავებამდე საპატრულო პოლიციის შედგენილი 90 ჯარიმა გვქონდა ჩაბარებული და სასამართლოს ერთი დადგენილება. ამას ახალი 51 ჯარიმა დაემატა და გზის გადაკეტვაზე სულ 142 ჯარიმაა მის წინააღმდეგ შედგენილი, 710 000 ლარის ოდენობით ჯამში.
ყველა მათგანი გასაჩივრებულია, თვითონ პაატა კი მხნედ გრძნობს კვლავაც თავს და არც ეს ჯარიმები აშინებს”.