მსოფლიო
    2026-04-07 | 12:30

    თუ ამერიკული ტერორისტული არმია წითელ ხაზებს გადაკვეთს, ჩვენი პასუხი რეგიონს გასცდება - ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი 

    თუ ამერიკული ტერორისტული არმია წითელ ხაზებს გადაკვეთს, ჩვენი პასუხი რეგიონს გასცდება - ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი 

    ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) აცხადებს, რომ თუ ვაშინგტონი „წითელ ხაზებს“ გადაკვეთს, აშშ-სა და მის მოკავშირეებს რეგიონში ნავთობისა და გაზის რესურსებზე წვდომას „წლების განმავლობაში“ შეუზღუდავს.

    შესაბამისი განცხადება, რომელიც ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა, აღნიშნავს, რომ „ამერიკის ტერორისტული არმიის“ მხრიდან „წითელი ხაზების“ გადაკვეთის შემთხვევაში, ირანის პასუხი „რეგიონის ფარგლებს გასცდება“.

    განცხადების თანახმად, რევოლუციური გვარდია მიზანში ამოიღებს ინფრასტრუქტურას, რათა „აშშ და მისი მოკავშირეები რეგიონში ნავთობისა და გაზის გარეშე დატოვოს წლების განმავლობაში“.

    ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის რეგიონულმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ — ირანი აქამდე „კეთილმეზობლური ურთიერთობების“ გათვალისწინებით იჩენდა თავშეკავებას და საპასუხო დარტყმების სამიზნეების შერჩევისას გარკვეული შეზღუდვებიც ჰქონდა, თუმცა ახლა „ეს ყველა შეზღუდვა მოხსნილია“.