2026 წლის სექტემბერში 2 800 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 800 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 183 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 6.5%-ს შეადგენს.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის აგვისტოში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 1 006 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 381, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში – 17 შემთხვევა.
2026 წლის სექტემბერში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 314 შემთხვევა; მუქარა – 246 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 176 შემთხვევა; ძალადობა – 240 შემთხვევა; გაუპატიურება – 12 შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – შვიდი შემთხვევა; თაღლითობა – 102 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან/და შენახვა – 840 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება – 209 შემთხვევა.